Sunday, June 29, 2014

           

          დღე    მეექვსე



       დღეს  ვიმუშავე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის  ირგვლივ,რაც ძალიან მომეწონა.დაიბადა მრავალი იდეა და მივყეევი  გეგმას.თავდაპირველად,ბევრი ვიფიქრე რა ფორმატით გამეკეთებინა და ბოლოს გადავწყვიტე,რომ სქემებით ამეგო სათქმელი:შევარჩიე ეფექტები,ფერები,ფორმები,კოგნიტური ორგანიზატორები...მგონი არა უშავს...

Saturday, June 28, 2014

                                            დღე      მეხუთე



          დღეს  კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით,ძალიან არ დავღლილვარ,პირიქით,იმდენად საინტერესო იყო პრეზენტაციაზე მუშაობა,რომ გამიტაცა მეთოდებისა და სასწავლო პროექტის შინაარსის მოდულების ძიებამ,შეფასების დაგეგმვამ.გავეცანი საავტორო უფლებათა  დაცვის  წესებს.ვფიქრობ,რომ პრეზენტაცია საინტერესო და საყურადღებო გამოვიდა,მართლა გავაკეთებ...

Friday, June 27, 2014

    მეოთხე  დღე -       შევისწავლე  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის მექანიზმი,შევადგინეთ კითხვები.განვსაზღვრეთ შეფასებები, სევარჩიეთ სტანდარტები.,შევადგინეთ ტესტები.
მესამე დღე


დღევანდელი დღე იყო საკმაოდ დატვირთული :  გავეცანით პროექტზე მუშაობის ,კერძოდ,მიზნის განსაზღვრისა  და  მოსწავლეთა შეფასებების რუბრიკებს,მათი სწორი მიმართულებითა და მეთოდებით,უნარ-ჩვევების გამოყენების დადგენით ;გავეცანით და შევაფასეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შაბლონი.

Saturday, June 21, 2014

                        დღე   მეორე  


         დღევანდელი დღე  ჩემთვის განსაკუთრებულად  საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ  ვიმუშავე რეფლექსიაზე,რეფლექსიის პირველ  მოდულზე,შევარჩიე საპროექტო თემა, შევადგინე თემატიკიდან  გამომდინარე  ბუკლეტი-მნიშვნელობის , სათანადო  ინფორმაციული მოთხოვნების,პროექტის დანიშნულებისა და   გადაჭრის გზების  მითითებით,დავასურათე და გავამზადე.                                    
       



      

Sunday, June 8, 2014

                                   

                                                            დღე   პირველი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             პირველი დღე  საკმაოდ  ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის იმ თვალსაზრისით,რომ გავეცანი ახალი პროგრამის,,interis''კურსის ძირითად მიზნებს,ამოცანებსა და მისაღწევ შედეგებს.გავეცანი ერთ-ერთი პროექტის ნიმუშის მიმართულებებსა  და შინაარსობლივ დატვირთვას. თავად გამიჩნდა სურვილი ,ვიფიქრო აქტუალურ სასწავლო-საპროგრამო  თემატიკაზე,რომელშიც განისაზღვრება მოსწავლეთა ინტერესები თუ შესაძლებლობები,თანამედროვე მოთხოვნები,საზოგადოების დამოკიდებულება  და ა.შ.                                                                                 გარდა ამისა,შევისწავლე  სასწავლო პროცესში როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები,გავეცანი ბლოგების შექმნას და აშ.